დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.016458 |
|
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან. |
| მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან 2020 წელს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ა(ა)იპ- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის „სერვისების ცენტრს“. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები