დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 532 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190000000.10.003.022252 |
532
27/08/2020
ვებგვერდი, 27/08/2020
190000000.10.003.022252
„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2020, 190000000.10.003.022101) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში − „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“.
|
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები