„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016664
1-1/341
27/08/2020
ვებგვერდი, 27/08/2020
040030000.22.024.016664
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/341

2020 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის №1-1/1439 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016187, 10.07.2012) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესდების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება“.

2. წესდების მე-6 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციების ცენტრი“. 

ბ)  მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ფოთის ფილიალი – „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“ მდებარე ქალაქ ფოთში, წმ. გიორგის ქუჩა N24-ში (ყოფილი ჰიდრომელიორაციის ინსტიტუტის შენობა, საკადასტრო კოდი 04.02.08.452).

გ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგარეო ურთიერთობებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტი;“

2. წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნას.

3. წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 15მუხლი:

„მუხლი 151. აკადემიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – ფოთის ფილიალი – „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“

1. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ფუნქციები რეგულირდება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სენატი.

2. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის ქონება და ფულადი სახსრები წარმოადგენს აკადემიის საკუთრებას და აღირიცხება აკადემიის ბალანსზე.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა