დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016354 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-პუნქტის „ა.დ“-ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №43 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 05.09.2018. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016310) დამტკიცებულ შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპატიო მოქალაქის წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებელ პირთა ოდენობას განსაზღვრავს კომისია.“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საპატიო მოქალაქის წოდების და ჯილდოს მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ.“. 3. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის“ მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-2 პუნქტის „დ“-ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და მედლის გადაცემა ხდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, წელიწადის ნებისმიერ დროს საზეიმო ვითარებაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები