დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.106.016349 |
12
27/08/2020
ვებგვერდი, 01/09/2020
010250050.35.106.016349
ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესი
|
| მუხლი 1 |
ეს წესი ადგენს ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას, მისი მინიჭების საფუძვლებს, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს. |
| მუხლი 2 |
ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად დგინდება ხობის საპატიო მოქალაქის წოდება. |
| მუხლი 3 |
1.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს სრულწლოვან პირს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. |
2.
საქართველოს მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს: |
ა)
ხობის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის ან/და დამსახურებისთვის; |
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის; |
გ)
ხობის მუნიციპალიტეტისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების საყოველთაო პოპულარიზაციისთვის; |
დ)
განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების და ასევე სხვა მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისთვის; |
ე)
ხობის მუნიციპალიტეტისა და მისი მოსახლეობისთვის უანგარო ზრუნვისა და ერთგული სამსახურისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისთვის, შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი ან წარმატებული საქმიანობისთვის, ან/და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის, რაც საზოგადოების მხრიდან იმსახურებს აღიარებას და მადლობის გამოცხადებას. |
3.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოსა და ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან ხობის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე – ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გათვალისწინებით. |
| მუხლი 4 |
1.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი. |
2.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხობის მუნიციპალიტეტის მერს, წერილობით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). |
3.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს: |
ა)
ხობის მუნიციპალიტეტის მერს; |
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; |
გ)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს; |
დ)
ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს; |
ე)
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე 5 პიროვნებას; |
ვ)
საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; |
ზ)
საინიციატივო ჯგუფს ან ფიზიკურ პირს, რომლის შუამდგომლობას მხარს უჭერს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არანაკლებ 50 სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე. |
4.
შუამდგომლობა უნდა იყოს სათანადოდ მოტივირებული და თან უნდა დაერთოს: |
ა)
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების აღნიშვნით; |
ბ)
კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები; |
გ)
კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; |
დ)
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
ე)
კანდიდატის ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4; |
ვ)
კანდიდატის წერილობითი თანხმობა ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე. |
5.
შუამდგომლობას წინასწარ განიხილავს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ან სპეციალურად ამ მიზნისთვის ხობის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია და 10 სამუშაო დღის ვადაში მერს წარუდგენს დასკვნას ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. |
6.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შუამდგომლობას და რეკომენდაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც ფორმდება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. |
7.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები მოითხოვება ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის დადებითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საკითხის მერის მიერ განხილვის ეტაპზე და წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ კანდიდატის თანხმობით. |
| მუხლი 5 |
1.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სიმბოლური საჩუქარი. |
2.
ხობის საპატიო მოქალაქისთვის მოწმობისა და სიმბოლური საჩუქრის გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში, სპეციალურად ამ მიზნისთვის მოწყობილ ღონისძიებაზე, ან სხვა სახის სადღესასწაულო ან/და კულტურის სფეროს ღონისძიებაზე, წლის ნებისმიერ დროს. |
| მუხლი 6 |
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის აღრიცხვას აწარმოებს ხობის მუნიციაპლიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები