„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017365
209
27/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
200090000.22.033.017365
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №209

2020 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 10/06/2020, 020000000.05.001.019865) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 10/06/2020, 040110030.05.001.019859) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. 561 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა.გ) შიდა გადაზიდვა – პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვა ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება) შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირება;“;

ბ) მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია, პრივატიზება), ტრანსპორტირების და შენახვის შემთხვევაში;“.

2. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

1. საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში – „ნსაფ“), გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია, პრივატიზება), ტრანსპორტირების და შენახვის შემთხვევებისა.

2. ნსაფ-ი არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა), აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა) და ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული  (მოსაქცევი)  საქონლის  დასაწყობების  ადგილიდან  საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქონლის  განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „ას“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეს“, საცალო მიწოდებაზე – „აა“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეა“.

3. კომპიუტერულ ნსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული  (მოსაქცევი)  საქონლის  დასაწყობების  ადგილიდან  საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის  განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „კაშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „კას“, საცალო მიწოდებაზე – „კაა“.“.

3. მე-60 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), – განმკარგავი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტები.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სხვადასხვა ფორმის საფ-ის გაუქმებული და დეფექტური ბლანკების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით ასეთი ბლანკები საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.“.

4. დანართი №VI-12-ის შენიშვნის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალური ჭრის შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული მერქნული რესურსების შემძენისთვის გადაცემამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი