„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017363
207
27/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
040030000.22.033.017363
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №207

2020 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 10/06/2020,   040110030.05.001.019859)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) ჩამორთმეული სამართალდარღვევის საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით მიწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი