დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016348 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016253) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“ – „ა.გ“, „ბ.ა“ – „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტს „ე.ვ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს, მათ შორის, საბჭოებს, კომისიებს და სამუშაო ჯგუფებს;“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით მუნიციპალიტეტის სახელით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შესახებ;“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ბრძანება.“ |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 28-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მერიის თანამდებობის პირის, მოხელის ან/და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ვალდებულება, გამოსცეს ბრძანება;“; |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიის მოხელე, ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.“; |
ზ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 38-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები