დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016529 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2020, 010250050.35.162.016519) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 612 907 (ექვსას თორმეტი ათას ცხრასშვიდი) ლარს.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) უფასო კვების ობიექტის დაფინანსება – 202 407 (ორას ორი ათას ოთხას შვიდი) ლარი.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის „ქ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახებისთვის 15მ3 მე-2 ხარისხის მერქნის (საშეშე მერქანი) შეძენის საფასასური – 1200 (ათას ორასი) ლარი.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები