დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016400 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა.“ პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №24 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.124.016380):
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით (ათასი ლარი):
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14372.9 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 5374.5 ათასი ლარის ოდენობით.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8346.2 ათასი ლარის ოდენობით.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 652.3 ათასი ლარის ოდენობით.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7158.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8223.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8825.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 602.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეათე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 7214.6 ათასი ლარით, ხოლო მთლიანი სალდო -1009.1 ათასი ლარის ოდენობით.
11. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1064.8 ათასი ლარის ოდენობით.
12. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯების პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 2733.4 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
13. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსება 8555.2 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
14. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეჩვიდმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავების და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1201.1 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
15. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთვრამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1824.9 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
16. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცხრამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1097.0 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
17. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეოცე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 628.1 ათასი ლარით პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
18. დადგენილებით დამტკიცებული დანართის ოცდამეერთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით ( ათასი ლარი):
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები