„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022248
528
26/08/2020
ვებგვერდი, 26/08/2020
470000000.10.003.022248
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №528

2020 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,210.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

861.0

2

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა  მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

84.0

3

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

346.0

4

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი

117.0

5

საინფორმაციო რეგისტრებისა და ელექტრონული მოდულების განვითარება

202.0

6

პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაცია და საინფორმაციო მხარდაჭერა

100.0

7

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

1,500.0

 

სულ:

   3,210.0.“.

 

2. №2 დანართის („იმუნიზაცია“):

ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას, შემდეგი მიზნობრივი ჯგუფებისთვის:

 ა.ა) B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს (დიალიზზე მყოფი პირები, ჰემოფილიით დაავადებული პირები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი პირები, მსმ პირები, აივ-ინფექციით/შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტები) მიკუთვნებული პირების B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის;

ა.ბ) ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებული პირების (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით) ტეტანუსის/დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის;

ა.გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ვაქცინაციისთვის;

ა.დ) ქრონიკული დაავადების (ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება; დიაბეტი; ფქოდი; ასთმა და სუნთქვის უკმარისობის სხვა ფორმები) მქონე 65 წლის და უფროსი ასაკის პირებისა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარების პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის);“;

 

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22,771.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

18,317.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

100.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

402.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

3,500.0

5

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები (მ. შ., იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება)

252.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

100.0

7

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

100.0

 

სულ:

  22,771.0.“;

                                                                                       

გ) მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სჯდ ცენტრმა უზრუნველყოს, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმღები სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მიმართვისა და საქართველოს მოქალაქის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაზე B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემა, საქართველოს მოქალაქის შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით ასაცრელად.  ამასთან, ცენტრი უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც იმყოფება პროფესიული რისკის ქვეშ, ასევე B ჰეპატიტზე ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებს (დიალიზზე მყოფ პაციენტებს, ჰემოფილიით დაავადებულ პირებს, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს, მსმ პირებს), სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტებს, ხოლო ტეტანუსი-დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინით − ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებულ პირებს (მ.შ., სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით).“.

 

3. №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე (მ.შ., კორონავირუსზე) რეაგირება, რომელიც მოიცავს:

ზ.ა) საყრდენი ბაზების მომსახურებას – ქვეყანაში შერჩეული საყრდენი ბაზებიდან გრიპის/გრიპისმაგვარი დაავადების, მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადების, კორონავირუსის კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებში ნიმუშების აღებასა და შენახვას;

ზ.ბ) საყრდენი ბაზებიდან გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებზე, მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებსა და კორონავირუსზე საეჭვო პაციენტების კლინიკური ნიმუშების ცენტრში ტრანსპორტირებასა და ლაბორატორიულ კვლევას;“;

 

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება, რომელიც მოიცავს:

ი.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებში კორონავირუსისა და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციების მართვის საკითხებში სპეციალურად გადამზადებული სპეციალისტების დამატებას − ეპიდემიოლოგიური მიმართულებით არაუმეტეს 110 და ლაბორატორიული მიმართულებით არაუმეტეს 50 სპეციალისტის დამატებას;

ი.ბ) რეგიონული სტატუსის მქონე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების დონეზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ/ საქალაქო სამსახურებში ეპიდემიოლოგებისაგან დაკომპლექტებული სწრაფი რეაგირების მუდმივმოქმედი ჯგუფების მართვის ერთეულების ჩამოყალიბებას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ი.გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების გასაძლიერებლად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, სპეციალისტების წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გადამზადებას კორონავირუსისა და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციების მართვისა და განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე საკვლევი მასალების მომზადებისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საკითხებში.“; 

 

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად არაუმეტეს 9.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო შესყიდული საქონლის ღირებულება − ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.“;  

 

ბ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. მე-3 მუხლის „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწრაფი რეაგირების მუდმივმოქმედი ჯგუფების მომსახურების ანაზღაურება მუნიციპალური/საქალაქო სჯდ ცენტრებისთვის განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ჯგუფის თითოეულ წევრზე, რომელიც წარმატებით გაივლის გადამზადების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად, 650 ლარის ოდენობით, ხოლო გამოსაცდელი ვადით დასაქმებისა და პარალელურად თეორიული და პრაქტიკული მომზადების პერიოდში 2020 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში, თვეში 325 ლარის ოდენობით.

9. მე-3 მუხლის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა განხორციელდება დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით.“;

 

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მე-3 მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღმოსავლეთ საქართველოში საყრდენი პუნქტი შპს „მედკაპიტალისგან“ და შპს „ევექსის ჰოსპიტლები“ − მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოსგან, ხოლო დასავლეთ საქართველოში საყრდენი პუნქტი სს „ევექსის ჰოსპიტლები“ − აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს  ინტერვენციული  მედიცინის ეროვნული  ცენტრისგან, შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრისგან“, შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონისგან“, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან დამატებით 8 საყრდენ ბაზაზე, მათ შორის, ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. თელავში 4 ერთეული ამბულატორიული დაწესებულებების ბაზაზე,  ხოლო 4 ერთეული ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის სტაციონარული დაწესებულებების ბაზაზე.“;

 

გ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. მე-3 მუხლის „ი.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სწრაფი რეაგირების მუდმივმოქმედი ჯგუფების მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მუნიციპალური/საქალაქო სჯდ ცენტრებისგან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მასშტაბით.

11. მე-3 მუხლის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა განხორციელდება მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.“;

 

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,116.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

882.0

 

მ.შ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გაძლიერება

312.0

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

813.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

22.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

15.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

28.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 9.000 ლარისა)

356.0

სულ:

2,116.0.“;

                                                                                            

ე) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 – მე-6 პუნქტები:

„4. მე-3 მუხლის „ი.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არაუმეტეს 110 პირის შერჩევა და გადამზადება ეპიდემიოლოგიაში, ხოლო არაუმეტეს 50 პირის შერჩევა და გადამზადება განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე საკვლევი მასალის მომზადებასა და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესარჩევ კომისიებში აუცილებელ წარმომადგენლად განისაზღვრონ ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები.

5. შერჩეული სპეციალისტების გადამზადება განხორციელდეს ცენტრის მიერ, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

6. გადამზადებული სპეციალისტი ვალდებულია, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდეს შესაბამის მუნიციპალიტეტში არაუმცირეს 3 წლისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ცენტრთან შეთანხმებით საკვლევი მასალის მომზადება და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში გადამზადებული 50 სპეციალისტი, ლაბორატორიული სიმძლავრეების გაფართოების მიზნით, ამავე ვადით იმუშავებს სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმწოდებელ დაწესებულებებში.“.

 

4. №4 დანართის („უსაფრთხო სისხლი“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3.890.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დონორული სისხლის კვლევა В და С ჰეპატიტებზე, აივ-ინფექციასა/შიდსა და სიფილისზე

1,321.0

2

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა

128.0

3

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, მათ შორის, NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დონორთა სისხლის ცენტრალიზებული კვლევის პილოტური პროექტი

2.303.0

4

სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (მ.შ. „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა)

50.0

5

სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ადმინისტრირება

88.0

 

სულ:

3,890.0.“.

                                                                                     

5. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16,347.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 12 500 ლარი თვეში)

3,020.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა, მ.შ.:

1,700.0

2.1

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიებისათვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა

545.0

3

სტაციონარული მომსახურება

8,800.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

39.2

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ის შესყიდვა

2.505.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  ფულადი წახალისების დაფინანსება

245.0

 

სულ:

16,347.0.“.

                                                                                                                  

6. №7 დანართის („აივ-ინფექციის/შიდსის მართვა“):

ა) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პილოტი − აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ), დანართ 7.2-ით განსაზღვრული ტარიფების (ხოლო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული ქვეკონტრაქტორი დაწესებულების დაფინანსება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, თვეში არაუმეტეს 2,0 ათასი ლარის ოდენობით)  შესაბამისად,  მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, 2020 წლის 1 ივლისიდან, რაც მოიცავს:

თ.ა) მაღალი რისკის ჯგუფის პირების მოძიებასა და სკრინინგს აივ-ინფექციაზე/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირებას;

თ.ბ) აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღებას და ტრანსპორტირებას კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში;

თ.გ) ტუბერკულოზზე საეჭვო პირების რეფერალს ტუბერკულოზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.“;

 

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,260.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

1.680.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

4,543.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

2,930.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

2,420.0

5

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში

352.0

6

პილოტი-აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ) (2020 წლის 1 ივლისიდან)

335.0

 

სულ:

12,260.0 .“.

 

7. №8 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,673.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

5,813.0

1.1

 სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.0

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/ შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

229.0

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

900.0

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

68.0

6

მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

250.0

6.1

სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

81.0

        სულ:

7,673.0.“.

                                                                                               

8.  №9 დანართის („ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა“):

 

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეში განთავსებული ნარკომანიის ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართული ბრალდებულები/მსჯავრდებულები, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.“;

 

ბ) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფას; ხოლო, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებასა და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფას;“;

 

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,760.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

2,810.0

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის:

7,140.0

2.1

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა

360.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში   ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/ საკარანტინო სივრცეში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა

300.0

4

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

1,054.0

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

6

ეფექტიანობის შეფასების კომპონენტი

120.0

7

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

300.0

 

სულ:

11,760.0.“;

 

დ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პაციენტის ჩართვა პროგრამაში მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს „პენიტენციურ დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №92 №01-26/ნ ერთობლივი ბრძანების, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის №01-41/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით;“.

 

9. №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):

 

ა) მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები (2020 წლის 1 სექტემბრამდე)“;

 

ბ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

 

მუხლი 21. პროგრამის მოსარგებლეები (2020 წლის 1 სექტემბრიდან)

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი:

ა) რომელიც „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრულია როგორც შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა, ექვემდებარება კარანტინს (იზოლაციას გამოყოფილ სივრცეში); ან/და

ბ) ცხელების მქონე პირი, რომელსაც COVID-19-ზე ტესტირებით მიღებული აქვს უარყოფითი პასუხი ან/და „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ − კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2020 წლის 24 მარტის №01-119/ო ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა“ − კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად, განსაზღვრულია როგორც მსუბუქად მიმდინარე შემთხვევა და ექვემდებარება იზოლაციას სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა  საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, რომელიც ინფიცირებულია  ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე.

4. მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.“;

 

გ) მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას მე-9 მუხლის მე-11 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით;“;

 

დ) მე-4 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება:

გ.ბ.ა) ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება არაუმეტეს 120 ლარისა;

გ.ბ.ბ) ტესტსისტემების ღირებულების გარეშე, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება − არაუმეტეს 30 ლარისა;

გ.ბ.გ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება არაუმეტეს 55 ლარისა;

გ.ბ.დ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში,  ტესტსისტემების ღირებულების გარეშე თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება − არაუმეტეს 25 ლარისა;“;

 

ე) მე-9 მუხლის:

 

ე.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მე-3 მუხლის „გ.ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები მოიცავს ასევე COVID-19-ით ინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევებს წინასწარი კლინიკური შეფასების საფუძველზე, COVID-19-ზე სპეციფიკური ტესტირების გარეშე.“;

 

ე.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 − მე-13 პუნქტები:

„10. პროგრამის მე-2 მუხლით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის 2020 წლის 1 სექტემბრამდე დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდა ან გრძელდება დადგენილების ამოქმედების შემდეგ, დასრულდეს/ანაზღაურდეს იმ პირობებით, რომლითაც დაიწყო მომსახურება.

11. პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ექვემდებარება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფები, გარდა შემდეგი ჯგუფებისა:

ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები;

ბ) დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები;

გ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;

დ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

ე) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

ვ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა).

12. კორონავირუსზე პჯრ ტესტირებისთვის გაერთიანებული ნიმუშების (Pool)  ტესტირების პროტოკოლი მტკიცდება ცენტრის გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტით.

13. იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან პროგრამის  ფარგლებში პჯრ ტესტირების მომსახურების მიმწოდებლებად, მე-9 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ჯგუფების ტესტირება ნებადართულია მხოლოდ პულირების (დაჯგუფების) მეთოდით და პჯრ ტესტირების მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მე-4 მუხლის „გ.ბ.გ“ და „გ.ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „გ.ბ.გ“ და „გ.ბ.დ“ ქვეპუნქტები და „ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მე-11 − მე-13 პუნქტების მოქმედება (იმ კვლევებზე, რომლებიც ჩატარებულია პულირების მეთოდით)  გავრცელდეს 2020 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

3. პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია