„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25032
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/08/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016583
25032
21/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
000000000.00.00.016583
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №25032

2020 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებმეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი პირის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრება/ რეაბილიტაცია) საქმის წარმოების შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რესტრუქტურიზაციის გრაფიკით გათვალისწინებული დავალიანების გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებულ დავალიანებად მიჩნევის შესახებ, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩანაწერების გაკეთება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება, ბარათზე მოხდება იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადისაგან, რომელიც ერიცხებოდა გადახდისუუნარობის პროცესში მყოფ საწარმოს განჩინების გამოქვეყნების დღისათვის;

ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება თანხების პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა (აღდგენა) და იმავე სავადო თარიღით გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან;

გ) გადახდისუუნარობის საქმის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) დასრულების შემთხვევაში, ამ პუნქტის მიხედვით მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული თანხების დარიცხვა (აღდგენა) განხორციელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეჟიმისთვის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესაბამისად;

დ) გადახდისუუნარობის საქმის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) შეწყვეტის შემთხვევაში, ამ პუნქტის მიხედვით მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული თანხების დარიცხვა (აღდგენა) განხორციელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეჟიმისთვის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, ხოლო გადაუხდელ რესტრუქტურიზებულ თანხებზე გავრცელდება „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციები.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

 

სამსახურის უფროსი                                                                           ლევან კაკავა