„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016332
14
26/08/2020
ვებგვერდი, 27/08/2020
010250050.35.126.016332
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 26 აგვისტო

ქ. თერჯოლა

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 02.02.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016244) შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

ა)  დადგენილების  დანართის  მე-12  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის პირველადი

სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობისინფორმაციულ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება. ბავშვის უფლებათა კოდექსითგათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის უფლება-მოვალეობების განხორციელება.“

 ბ) დადგენილების დანართის  მე-12  მუხლის 1.1  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.1 ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) შესყიდვების განყოფილება.

გ) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.

დ) მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის განყოფილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე