„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ნოემბრის №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016126
82
25/08/2020
ვებგვერდი, 27/08/2020
130000000.63.075.016126
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ნოემბრის №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №82

2020 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ნოემბრის №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ნოემბრის №111 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 25/11/2019, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016114)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული სერტიფიკატი, თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პროგრამების გავლის შემთხვევაში გაიცემა ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული სერტიფიკატი, თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

3. ბრძანებით დამტკიცებულ „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს“ დაემატოს დანართი №1 და დანართი №2 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი