სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „გლდანი“
მიღების თარიღი 25/08/2020
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2020
სარეგისტრაციო კოდი
0
25/08/2020
ვებგვერდი, 26/08/2020
სს „გლდანის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
სს „გლდანი“

 

მ ო ს ა წ ვ ე ვ ი

სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის თაობაზე

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს 12:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 2/9 -ში გაიმართება სს „გლდანის“ (ს/კ 209439099, შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგია:

1. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება.

2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა.

3. საზოგადოების ფინანსური ანგარიშგებისა და წლიური შედეგების განხილვა.

საღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2020 წლის 20 აგვისტო.

სს „გლდანის“ დირექტორი რეკომენდაციას გიწევთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთო კრებაში დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.

აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ფასიანი ქალაღდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან სს „საქართველოს რეგისტრატორთან“   (სკ 205156374) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, შესასვლელი მოსაშვილის ქ. №11-დან, სართული მე-7.

აქციონერებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ შემოთავაზებული წესდების ახალი რედაქციის პროექტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის №303, ტელ: 557 770 784.

კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად, ასევე წესდების ახალი რედაქციის პროექტის და რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

 

სს „გლდანის“ დირექტორი                              რუდოლფი რაქვიაშვილი