,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016411
15
27/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
010250050.35.138.016411
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2020 წლის 27 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 28/11/2017, სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.138.016290) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):

1. პირველ  მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნითა და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.“

2.

მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ასევე ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;’’

3. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი;

„ვ1 ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით  ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება“;

4.

მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი;

„ი1) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის  პროგრამების განხორციელებისათვის კომპეტენციის ფარგლებში,  შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; “

5.

მე-13  მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“  ქვეპუნქტი;

„ი1)  ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში მონაწილეობის მიღება, ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივი ექსპერტიზა, ბავშვის/ოჯახის სამართლებრივი კონსულტირება;“

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე