,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.138.016410
14
27/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
010260010.35.138.016410
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 27 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:



მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №31 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/03/2018, სარეგისტრაციო  კოდი: 010260010.35.138.016345) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):

1. მე-3  მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ პუნქტი;

„ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა“.

2. მე-3  მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ პუნქტი;

„რ) მოქმედი  კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის დებულებით და სხვა  სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული  ფუნქციების განხორციელება.“

3. მე-10  მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ პუნქტი;

„თ1) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და შესაბამისი  ღონისძიებების განხორციელება.“

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე