,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.119.016432
21
26/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
010250040.35.119.016432
,,ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №21

2020 წლის 26 აგვისტო

ქ. ხონი

„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ღ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №35 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge ს.კ. 010250040.35.119.016339 18/01/2018) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთლეობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ასევე ხონის მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების- პროექტების შემუშავება და საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამების განხორციელება; საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“-თ გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორცილება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე