დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30ივლისის N08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.136.016347 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ივლისის №08 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. მერიის აპარატი არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადამიანური რესურსების მართვას; აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას სასამართლოში, მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვას, სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელებას. 2. აპარატი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. აპარატი სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი. 4. აპარატი შედგება აპარატის უფროსისა და აპარატში შემავალი განყოფილებებისაგან და საჯარო მოხელეებისგან. 5. აპარატი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 6. აპარატს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 7. აპარატი ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე. 8. აპარატის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე. 9. აპარატი მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას. 10. აპარატის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის №1. მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, დოკუმენტაციის აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, საქმისწარმოების წესით და მერის სხვა ადმინისტრაციული აქტებით. მუხლი 3. აპარატის ფუნქციები 1. აპარატი უზრუნველყოფს: ა) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ მუნიციპალურ სამსახურებსა და წარმომადგენლებს შორის; დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) აპარატის სამუშაოთა გეგმების მომზადებას, მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა-დაარქივებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას; ლ) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას; მ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ნ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; პ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ჟ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; რ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ს) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავებასა და დაგეგმვას; ტ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვას; უ) სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას სასამართლოში; ფ) მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვას, სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელებას; ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4. აპარატის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი. 2. აპარატის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 3. აპარატის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) ხელს აწერს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვას, სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელებას; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას; თ) მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ი) უზრუნველყოფს აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ წარმოების წარმართვას; კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; მ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს აპარატს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; ნ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ო) ესწრება მერის თათბირებს; პ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 4. აპარატის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს აპარატისადმი ან/და აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 5. აპარატის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 6. აპარატის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება აპარატში შემავალ ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. 7. აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 2. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) საქმის წარმოების განყოფილება; გ) მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; დ) ადმინისტრაციულ ერთეულებთან, მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება; 3. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, აპარატის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. მუხლი 6. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება 1. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციაა: ა) მერის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების იურიდიულ საკითხებზე კონსულტაცია, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის გარიგებების, შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამართალდარღვევის ოქმების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ექსპერტიზა, მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან და რეკომენდაციების მომზადება; გ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება მერიის სხვა სამსახურებთან, წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა; ვ) მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება; ზ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში და მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; თ) მერიის საჯარო მოსამსახურეების სამუშაოზე მიღებისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, შვებულებებისა და მივლინებების, აგრეთვე, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი) მერიაში ახლად მიღებულ თანამშრომელთა მიერ საჯარო მოხელის ფიცის დადებისა და შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცედურის განხორციელება; კ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო მონაცემების ინფორმაციული ბაზის შექმნა; ლ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მერიის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა; მ) დადგენილი წესით, მოხელის შეფასებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ნ) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და პროცესის ზედამხედველობა; ო) მერიის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; პ) სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელება; ჟ) დადგენილი წესით, მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების განსაზღვრის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ს) შრომის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა; ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 7. აპარატის საქმისწარმოების განყოფილება აპარატის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციაა: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია; ბ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის, დავალებების სათანადოდ გაფორმება; გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა; ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად; ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა, ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა; ზ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება; თ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა, კონტროლი და მათი დაცვა; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8. მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციაა: ა) მერიის ვებგვერდის ადმინისტრირება; ბ) მერიისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის გაცემა; გ) მერიის თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზება, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, მათი ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; დ) ელექტრონული საქმისწარმოების გამართული ფუნქციონირება; ე) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება; ვ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და სელექცია; ზ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები, გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; თ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერთან და აპარატის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; ი) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მერთან და აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები; კ) წელიწადში ერთხელ მერს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ხულოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 9. ადმინისტრაციულ ერთეულებთან, მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 1. ადმინისტრაციულ ერთეულებთან, მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციაა: ა) კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა, შესაბამისი მასალების გამოთხოვა და მოპოვება; ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის, წინადადებებისა და პრობლემური საკითხების ანალიზი; გ) ადმინისტრაციული ერთეულების შესაბამისად ამ მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ მერისთვის წინადადებების წარდგენა; დ) განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან შეთანხმებით; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მერიის აპარატის ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ვ) კონტროლს უწევს მერის წარმომადგენლების საქმიანობას; ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას; თ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ი) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; კ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ლ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; მ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ნ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა; პ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; ჟ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; რ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა; ს) საკუთარისაქმიანობისგამჭვირვალობა; ტ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელება; ფ) მერიის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება; ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები; მუხლი 10. აპარატის საჯარო მოსამსახურეები
1. აპარატის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 3. აპარატის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი. მუხლი 11. სხვა დებულებანი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები