დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის N364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.033.017354 |
|
„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავტონომური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს დანართი №1 და დანართი №2-ით წარმოდგენილი ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები.“. 2. 34 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 პუნქტი: „35. ადგილობრივი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საფინანსო ორგანოებმა, მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2020 წლის და ყოველი შემდგომი წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფორმები ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის შესაბამისად, წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.“. 3. დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები