„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017355
197
25/08/2020
ვებგვერდი, 26/08/2020
200090000.22.033.017355
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება    №197

2020 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. 755 მუხლის პირველი პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა:

დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ამ პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ბარგის ან ხელბარგის სახით გატანას და სხვა საქონლისაგან დამოუკიდებლად წარდგენას, არ ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4011 20 კოდით განსაზღვრულ საბურავზე, რომელიც წარედგინება სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მდგომარეობაში და მასზე განთავსებულია სპეციალური სტიკერი, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) სტიკერზე დატანილია საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია ან სპეციალური წამკითხველის მეშვეობით აღქმადი, საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდის/კომბინაციის შემცველი შტრიხკოდი;

ბ) სტიკერი განთავსებულია ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ:

ბ.ა) ხელს არ უშლის შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მის შემოწმებას;

ბ.ბ) მისი მოხსნა გამოიწვევს სტიკერის დაზიანებას.“.

2. დანართი N III-26 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი