,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016433
14
21/08/2020
ვებგვერდი, 26/08/2020
010250020.35.149.016433
,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

        კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2020 წლის 21 აგვისტო

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №31 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, 010250020.35.149.016332) დამტკიცებული დანართი №1-ი შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე



დანართი №1

 

კასპის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური
1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან  და სხვა  გაერთიანებებთან,  სახელმწიფო  ორგანოებთან, სხვა  თვითმმართველ  ერთეულებთან  და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან; მერიის  ოფიციალური  ღონისძიებების  დაგეგმვასა  და ორგანიზებას; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ და ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ასევე, მოქალაქეთა ინფორმირებულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ „კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №29 დადგენილების 36-ე მუხლის შესაბამისად.

2.   სამსახური   თავის   საქმიანობას   წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის,    მერიის   დებულების,   ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1.  სამსახური  შედგება სტრუქტურული  ქვედანაყოფებისგან  -  განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) შესყიდვების განყოფილება

3. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის  უფროსი), რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის  დებულებით  და  სამუშაოთა  აღწერილობით. იგი პასუხისმგებელია  მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” განსაზღვრული წესით.  მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი).

4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისგან (განყოფილების უფროსი) და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება  მერიის  დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მისი არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

6. განყოფილების საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა  და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.

 


მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები
1.         სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  მუნიციპალიტეტის   საკრებულოსა   და  მერიის   კორესპონდენციის   მიღებასა   და  ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ)  მიღებული  კორესპონდენციის  რეგისტრაციასა  და მათ  განაწილებას  დანიშნულებისამებრ,  საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის;

დ) საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლით გათვალისწინებული მერის უფლებამოსილებას მიკუთვნებული  საკითხების  შესაბამისად  ამავე კანონის 851  მუხლით  განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ნ) მუნიციპალიტეტის  სხვა თვითმმართველ  ერთეულებთან,  ადგილობრივ  თვითმმართველობათა  ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ჟ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას,

რ) სამსახური ასევე უზრუნველყოფს:

რ.ა.) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს  კანონის მოთხოვნათა შესრულების   უზრუნველყოფას   და   კონტროლს,   საკადრო   საკითხებთან   დაკავშირებით   სამართლებრივი აქტების  პროექტების  მომზადებას;  მუნიციპალურ  მოსამსახურეთა  პირადი  საქმეების  წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;

რ.ბ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;

რ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების   და   დენადობის   თაობაზე   სტატისტიკური   მონაცემების   დამუშავებას,   მათ  პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

რ.დ.) მუნიციპალიტეტის  მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;მათი მომზადების, გადამზადებისა  და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა  მიერ სწავლების  (კვალიფიკაციის)  ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;

რ.ე.) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა- პატრონობას,   აღჭურვას,   რემონტს,   კეთილმოწყობას,   დაგვა-დალაგებას,   კომუნალურ  მომსახურეობასა  და დაცვას;

რ.ვ.) საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;

რ.ზ.)  საკრებულოს,  მუნიციპალური  სამსახურებისა  და  ადმინისტრაციული  ერთეულების  საოფისე მასალებით მომარაგებას. ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

რ.თ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;

რ.ი.) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციას

ს) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში:

ს.ა.) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ს.ბ.) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ს.გ.) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

ს.დ.) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

ს.ე.) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,

ს.ვ.) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ს.ზ.) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.

ს.თ.) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;

ს.ი.) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

ს.კ.) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.

ტ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

 


მუხლი 4. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ზ)   მოქმედი   კანონმდებლობით,    მერიის   დებულებით   და   მუნიციპალიტეტის   სხვა   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.