დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 527 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.10.003.022246 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2020, 140120000.10.003.022146) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი (იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე) კომისიას წარუდგენს: ა) წერილობით განცხადებას; ბ) მონაცემებს იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მიწვეული თანამშრომლების სიას (პირადობის მოწმობის ასლის, თანამდებობისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით); დ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხას (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს საქმიანობა; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული შენობა-ნაგებობის: ე.ა) იჯარის ხელშეკრულებას, თუ ლიცენზიის მაძიებელს იჯარით აქვს აღებული ეს შენობა-ნაგებობა; ე.ბ) ამონაწერს საჯარო რეესტრიდან; ვ) ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“. 2. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ნებართვის მაძიებელი (ტრანზიტის შემთხვევაში შესაძლებელია, იყოს გადამზიდველი) კომისიას წარუდგენს: ა) წერილობით განცხადებას; ბ) სანებართვო ქმედების შესაბამის ხელშეკრულებას ან განზრახულობათა ოქმს; გ) იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს, სადაც ხორციელდება იმპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი ითხოვს იმპორტის ნებართვას); დ) ტრანზიტის შემთხვევაში, გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას; ე) ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“. 4. მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები