„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 524
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 340040000.10.003.022243
524
21/08/2020
ვებგვერდი, 24/08/2020
340040000.10.003.022243
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №524

2020 წლის 21 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 340040000.10.003.019743) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის   სახელმწიფო პროგრამის“:

1.  მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“  და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) ხელშეკრულება  −  სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;

ვ) თანადაფინანსება  − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბენეფიციარი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან და თანადაფინანსების სრულად მიღებიდან იმავე ან/და მომდევნო წლიდან ორი რთვლის სეზონის განმავლობაში :

ა) საკუთარი თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოს განსათავსებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება/რემონტი ან/და მოწყობა/რეკონსტრუქცია;

 ბ) არ დაუშვას საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე. სააგენტოს წინასწარი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისების შემთხვევაში;

გ) არ დაუშვას პროგრამით დადგენილი ვენახის ფართობებისა და მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

დ) შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

ე) უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 100 ტონა ყურძნის (50 ტონა მაღალმთიანში) გადამუშავება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოების გამო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია