„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის რეგიონული წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის რეგიონული წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 71/1999
დოკუმენტის მიმღები ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44(51), 16/09/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.840
  • Word
71/1999
10/09/1999
სსმ, 44(51), 16/09/1999
010.008.003.840
„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის რეგიონული წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“
ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.840

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება 71/1999

1999 წლის 10 სექტემბერი

�ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგიონული წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1999 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში, მისი ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგიონული წარმომადგენლობები ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, � თითოეული ორი საშტატო ერთეულით.

2. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგიონული წარმომადგენლობის რეგლამენტი (თან ერთვის).

კომისიის თავმჯდომარე��� ჯ. ლომინაძე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგიონული წარმომადგენლობების რეგლამენტი

1. რეგიონული წარმომადგენლობების აპარატი განისაზღვროს ორ-ორი საშტატო ერთეულით, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგიონული წარმომადგენელი და წარმომადგენლის თანაშემწე.

2. რეგიონულ წარმომადგენელს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო წარმომადგენლის თანაშემწეს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგიონული წარმომადგენლის წარდგინების საფუძველზე.

3. რეგიონული წარმომადგენლობების მუშაკთა შრომის ანაზღაურება მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის პარლამენტის არჩევნებისათვის დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.

4. რეგიონული წარმომადგენლობა ანგარიშვალდებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე.

5. რეგიონული წარმომადგენლობის ფუნქციებია:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობის კოორდინაცია;

ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიასა და ქვემდგომ კომისიებს შორის ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის უზრუნველყოფა;

გ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დახმარებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის ზრუნვა;

დ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების თათბირებისა და სემინარების ჩატარების ორგანიზება;

ე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების ქვემდგომ საარჩევნო კომისიებამდე ოპერატიული დაყვანა და მათი შესრულებისათვის ხელშეწყობა.