„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017052
123
20/08/2020
ვებგვერდი, 24/08/2020
140130000.22.034.017052
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №123

2020 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2018, 140130000.22.034.016772) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შემდეგი თანამდებობის პირები:

ბ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

ბ.ბ) უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

ბ.გ) მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი;

ბ.დ) მართლწესრიგის ოფიცერი;

ბ.ე) დეტექტივ-გამომძიებელი;

ბ.ვ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

ბ.ზ) უფროსი დეტექტივი;

ბ.თ) დეტექტივი;

ბ.ი) უფროსი გამომძიებელი;

ბ.კ) გამომძიებელი.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) აწესებენ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ზედამხედველობას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფენ შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სისტემაში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

დანართი №1
შემაკავებელი  ორდერი №000000

1. შემაკავებელი ორდერის (შემდგომ – ორდერი) გამომცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

__________________________________________________________________________________

2. ორდერის შედგენის თარიღი, დრო (საათი, წუთი) და ადგილი

__________________________________________________________________________________

3. ორდერის შედგენის საფუძველი

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

(კონკრეტულად, რაში გამოიხატა ძალადობა)

4. ორდერის მოქმედების ვადა

_________________________________________________________________________________

5. მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი

_________________________________________________________________________________

6. მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

7. ძალადობის ფორმა (გაუსვით ხაზი):

ა) ფიზიკური;

ბ) ფსიქოლოგიური;

გ) ეკონომიკური;

დ) სექსუალური;

ე) იძულება;

ვ) უგულებელყოფა.

8. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ორდერით მოძალადეს განესაზღვროს შემდეგი ვალდებულებები (გაუსვით ხაზი):

ა) მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს;

ბ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;

გ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

დ) მოძალადეს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

ე) მოძალადეს აეკრძალოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

ვ) მოძალადეს შეეზღუდოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

(შეზღუდვის არსი)

ზ) მოძალადეს აეკრძალოს იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება;

თ) მოძალადეს ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) და შენახულ იქნეს კანონით დადგენილი წესით;

ი) მოძალადეს დაუწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა;

კ) მოძალადეს დაეკისროს სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

9. მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოყენებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები (გაუსვით ხაზი):

ა) მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი განრიდებულ იქნეს მოძალადისაგან;

ბ) მსხვერპლი, მასზე დამოკიდებული პირი მოთავსდეს თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში;

გ) არასრულწლოვანი განცალკავდეს მოძალადისაგან;

დ) მოძალადის მიმართ განხორციელდეს ელექტრონული ზედამხედველობა:

                                       □  დიახ                □ არა             □  არა, მსხვერპლის უარის საფუძველზე

ე) სხვა ღონისძიება:

__________________________________________________________________________________

(სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია მსხვერპლის დასაცავად)

10. ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოძალადეს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

11. ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე.

12. ორდერი შედგენილია 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში.

13. ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და მათ დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით;

ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, თუ ორდერი ითვალისწინებს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას;

ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება.

14. მსხვერპლმა ან მოძალადემ ორდერი შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისთვის ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

__________________________________________________________________________________

(მოძალადის ხელმოწერა ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის/ხელმოწერის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმოწერაზე უარის თქმის/ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი)

__________________________________________________________________________________

(მსხვერპლის ხელმოწერა ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის/ხელმოწერის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმოწერაზე უარის თქმის/ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი)

_______________________________________

(ორდერის შემდგენელი პირის ხელმოწერა)