„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016487
22
20/08/2020
ვებგვერდი, 21/08/2020
010260020.35.166.016487
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2020 წლის 20 აგვისტო

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-31 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მერის  წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო საჯარო მოსამსახურე,  რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით იღებს და ათავისუფლებს მერი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი.

2. მერის  წარმომადგენელი:

ა) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას. აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;

დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას მერიაში; ვ)უზრუნველყოფს  მერიის  თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით  ადმინისტრაციულ   ერთეულში   მცხოვრებ   მოქალაქეებთან   საჯარო შეხვედრების  ორგანიზებას;

ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;

ვ) მერის  დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

თ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როგორც მერის მიერ  უფლებამოსილი პირი, თავის საქმიანობას ახორციელებს  მუნიციპალიტეტისათვის  სახელმწიფოს   მიერ  დელეგირებული    უფლებამოსილების   ფარგლებში.

ი) უზრუნველყოფს საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ( გარდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ოჯახური შემადგენლობის, მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ  და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;

კ) უზრუნველყოფს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის  წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა, განახორციელონ ამ კანონით მუნიციპალიტეტზე დელეგირებული  უფლებამოსილებები, მათ შორის, იმავე უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის  დავალებით;

3. მერის   წარმომადგენელს  აქვს  ბეჭედი (ადმინისტრაციული  ერთეულის  დასახელებით), შტამპი  და  ბლანკი. წარმომადგენლის  ბეჭედი დაისმება მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე წარმომადგენლის  ხელმოწერასთან   ისე,   რომ  მისი  ნაწილი  ფარავდეს  ხელმოწერის  მცირე  ნაწილს მაინც.

4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის  წინაშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი