დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.112.016431 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N38 დადგენილების (ვებგვერდი, 27/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.112.016320) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მერის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 1700 ლარის ოდენობით და ცხრილი „მერის მოადგილე“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს“ დაემატოს „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“, რომლის შემადგენლობა განისაზღვროს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელით - განყოფილების უფროსი და მესამე რანგის პირველი კატეგორიის 4 ერთეული უფროსი სპეციალისტით. შესაბამისად, „პირველადი სტრუქტურული ერთეული- სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) „ჯამი“ 84-ის ნაცვლად განისაზღვროს 89-ით:
დ) „სულ ჯამი“ 127-ის ნაცვლად განისაზღვროს 132-ით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 01 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები