„საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.022232
513
18/08/2020
ვებგვერდი, 20/08/2020
010320000.10.003.022232
„საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №513

2020 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2017, 010320000.10.003.019910) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესი“.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მოქმედების სფერო

„საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მომუშავე პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლებებს, მოვალეობებსა და აღნიშნულ პირობებში საქმიანობის პროცედურულ საკითხებს.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. წესის მიზანი

ამ წესის მიზანია, დაცულ იქნეს ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში დასაქმებულ მოხელეთა უფლებები და განისაზღვროს საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში საქმიანობის პროცედურები.“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ღამის საათებში მუშაობა – სამუშაო, რომელშიც მოხელე დასაქმებულია 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატება 7 საათს, გარდა ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე, გარდა ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი:

 

თავი VI. საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელება

მუხლი 19. საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელება

1. საჯარო სამსახურში, რომელიც უფლებამოსილებებს ნაწილობრივ ან სრულად ახორციელებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, შესაძლებელია,  დადგინდეს ცვლაში მუშაობის განრიგი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა იმ საჯარო დაწესებულებისა/საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისა, რომლის საქმიანობა მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგს), მოხელის სამუშაო დღის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.

მუხლი 20. მოხელის უფლებები, რომელიც უფლებამოსილებებს ახორციელებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში და ცვლიანობის განრიგი

1. საჯარო სამსახურში, რომელიც უფლებამოსილებებს ახორციელებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით. საჯარო დაწესებულების ცვლიანობის განრიგს შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს.

2. სამუშაო დღეებს, ცვლების შემთხვევაში − ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

3. მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია კონკრეტულ ცვლაში სამუშაოდ, სხვა ცვლაში შეიძლება, გადაყვანილ იქნეს მისი წერილობითი თანხმობით.

4. ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ მოხელეს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს.

5. ცვლიანობის განრიგის შესაბამისად შესრულებული სამუშოსათვის დგინდება თანამდებობრივი სარგო და მისი გამოანგარიშების მიმართ მოქმედებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის ზოგადი წესი.

6. მოხელის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა, საკლასო დანამატის გაცემის წესი, ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

7. ცვლაში მომუშავე  მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია