„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 511
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320050.10.003.022230
511
18/08/2020
ვებგვერდი, 20/08/2020
010320050.10.003.022230
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №511

2020 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №178 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2019, 010320050.10.003.021193) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეესტრის:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში:

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.“.

3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი;“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

საქართველოს პარლამენტში:

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მათთან გათანაბრებული პირები.“.

6. მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.“.

7. მე-12 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მასთან გათანაბრებული პირი;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.“.

8. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სახალხო დამცველი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე.“.

9. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილე.“.

10. მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს/საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი.“.

11. მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია