დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 600 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017094 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №589 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017083) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი: „ბ2) დაბადების რეგისტრაციის სერვისის გაცემისას, ახალშობილთათვის განკუთვნილი პროექტის - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ - განხორციელება;“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“. 2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მე-10 გრაფა ამოქმედდეს 2020 წლის 27 აგვისტოდან;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები