„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016819
77
19/08/2020
ვებგვერდი, 20/08/2020
120170050.22.026.016819
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №77

2020 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის:

) ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,დ) საკარიერო სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა უმცროს ოფიცერთა და კაპიტნის საკარიერო მომზადების პროგრამის მსმენელი, თუ აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკურ მომზადებას, თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 70 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 210 ქულას, ხოლო თუ საგანმანათლებლო პროგრამა არ ითვალისწინებს ფიზიკურ მომზადებას, თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 180 ქულას;“.

) ,,2’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ2) უმცროს ოფიცერთა და კაპიტნის საკარიერო მომზადების პროგრამის მსმენელი, თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 180 ქულას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი