„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 18/08/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016059
4
18/08/2020
ვებგვერდი, 19/08/2020
010220020.34.059.016059
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4

2020 წლის 18 აგვისტო

ქ. ბათუმი 

„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის 31 ივლისის №1 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 04/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016056) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1)  შესავალი ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარტიას, რომელსაც არ გააჩნია რეგისტრაცია ცესკოში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უსკოს უნდა წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერა.“.  

2) 1.5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3) 1.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.6. ბლანკის მე-5 გრაფაში სრულად უნდა იყოს მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.: 21.03.2016), რომელიც უნდა ემთხვეოდეს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს. ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოს შესაბამის დეპარტამენტში/საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

4) 1.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.7. ბლანკის მე-6 გრაფაში უნდა იყოს ამომრჩევლის ხელმოწერა.“.

5) 1.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.11. ბლანკზე „ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი“, სრულად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი (ჯერ სახელი და შემდეგ გვარი), პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა, ბლანკის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), რომელიც უნდა ემთხვეოდეს/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის მდივანისოფიო კახაძე
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია