დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 509 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.022225 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. სააგენტოს: ა) ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ბ) დებულებას ამტკიცებს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).
|
| მუხლი 2 |
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის რეალიზების მიზნით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადდეს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცეს სააგენტოს.
2. სააგენტო განისაზღვროს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციები განახორციელოს ნაწილობრივ, იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 3. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაწესდეს გარდამავალი პერიოდი (შემდგომში − გარდამავალი პერიოდი). გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა (გარდა შრომის ანაზღაურებისა და მივლინებასთან (სასტუმრო, დღიური) დაკავშირებული ხარჯებისა) დაევალოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს. 4. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად: ა) ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე დაიწყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია; ბ) სააგენტოს ხელმძღვანელს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მიეცეს უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მომუშავე შესაბამის თანამშრომელთა (შტატით ან ხელშეკრულებით დასაქმებული) უკონკურსოდ გადაყვანა (დანიშვნა) სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე. 5. სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭოს სააგენტოს. 6. სააგენტოს მიეცეს უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარის ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე, ისარგებლოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა. 7. საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ოფისები გამოყენებულ იქნეს სააგენტოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. 8. დაევალოს სამინისტროს: ა) უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სააგენტოს დაფუძნებისა და სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია, რისთვისაც, საჭიროებისამებრ, უფლებამოსილია, გამოსცეს აქტები; ბ) ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებისათვის/მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები