„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017051
122
20/08/2020
ვებგვერდი, 21/08/2020
140130000.22.034.017051
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №122

2020 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 140130000.22.034.017005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების“:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2020 წლის 24 აგვისტოდან;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

1) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოდან უცხოელის გაძევების საკითხის განხილვის ვადები. აღნიშნული ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2021 წლის 1 იანვრიდან;“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და 2020 წლის 14 მარტამდე არ ამოწურვია იმავე კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გადაწყვეტილების ფარგლებში მინიჭებული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული ნებაყოფლობითი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2021 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ გასაძევებელი უცხოელის მიმღები სახელმწიფოა „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული ქვეყანა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გადაწყვეტილების ფარგლებში მინიჭებული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა, აითვლება მისი მიმღები სახელმწიფოს „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული ქვეყნების ჩამონათვალში ასახვისთანავე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნების ჩამონათვლიდან ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გასაძევებელი უცხოელის მიმღები სახელმწიფოს ამოღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დენა ჩერდება. ამ ვადის დენა გაგრძელდება გასაძევებელი უცხოელის მიმღები სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნების ჩამონათვალში ასახვისთანავე.“.

3. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131

1. იმ უცხოელს, რომლის მიმართაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე და რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის ამოწურული ჰქონდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და არ დატოვა საქართველოს ტერიტორია, იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადის ხელახალი ათვლა დაიწყოს 2020 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება, თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 131 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური