დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.017050 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, №94, 02/07/2007, სარეგისტრაციო კოდი: 010.240.060.22.034.010.501) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს ინსტრუქცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ადგენს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, ლიზინგის მოწმობის გაცემის, აგრეთვე ნასამართლობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემის, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობის სახით გაცემის და ამავე კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს.“. 2. 173 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები: „ვ1) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა; ვ2) ამ წესის „III6“ თავით განსაზღვრული ცნობების გაცემა;“. 3. III4 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის III5 და III6 თავები:
„თავი III5 უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემის წესი მუხლი 177 უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 178 1. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა გაიცემა: ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით; ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით; გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით. 2. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის: სახელი, გვარი, აგრეთვე პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; დ) მესამე პირის მიერ წარმოდგენილი სანოტარო აქტით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; ე) დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად. 5. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დაინტერესებული პირი ვალდებულია, პირის უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად). 6. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის გახარჯული დრო. 7. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ასეთი პირისათვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში – შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, თუ ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ. მუხლი 179 უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა; ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა; დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა, გარდა 178 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა; ე) წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება; ვ) არ იქნა გადახდილი დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური; ზ) მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია; თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.
თავი III6 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობის სახით გაცემის წესი მუხლი 1710 1. ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან ცნობის სახით გასცეს შემდეგი ინფორმაცია: ა) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა; ბ) იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. 2. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია იურიდიული პირის (სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (მისი უფლებამონაცვლე)) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, აგრეთვე, დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ. მუხლი 1711 1. 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა გაიცემა: ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით; ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით; გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით. 2. 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის: სახელი, გვარი, აგრეთვე პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; დ) მესამე პირის მიერ წარმოდგენილი სანოტარო აქტით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; ე) დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონით/ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს, დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად. 5. 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დაინტერესებული პირი ვალდებულია, 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად). 6. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის გახარჯული დრო. 7. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ასეთი პირისათვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით. მუხლი 1712 1. 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა გაიცემა: ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით; ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით; გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით. 2. 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება იურდიული პირის (სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (მისი უფლებამონაცვლე)): სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი წესით ნათარგმნი და დამოწმებული, უცხო ქვეყნის იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტის და რეგისტრირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; ე) მესამე პირის მიერ წარმოდგენილი სანოტარო აქტით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი/„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; ვ) კანონით/ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტი წარმოადგენს უცხო ქვეყნის იურიდიული პირს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი წესით ნათარგმნი და დამოწმებული სახით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით წარდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად. 6. 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დაინტერესებული პირი ვალდებულია 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად). 7. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის გახარჯული დრო. 8. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ასეთი პირისათვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაუკისრებლობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით. მუხლი 1713 1. 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა გაიცემა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 2. დაინტერესებული პირი 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში მიღებისას თავისუფლდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ო3“ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისგან. 3. 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა გაიცემა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ო3“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 1714 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა; ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა; დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ 1710 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნასამართლობასთან ან/და ძებნასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა, გარდა 1711 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა; ე) წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება; ვ) არ იქნა გადახდილი კანონით/ამ წესით დადგენილი დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური; ზ) მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია; თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები. მუხლი 1715 1710 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა; გ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ 1710 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა, გარდა 1712 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა; დ) წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტებით ვერ ხორციელდება იურიდიული პირის ან/და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება; ე) არ იქნა გადახდილი კანონით/ამ წესით დადგენილი მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური; ვ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.“. 4. თავი IV3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV3 ნასამართლობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის, ამ წესის „III6“ თავით განსაზღვრული ცნობების, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის შესრულების წესი მუხლი 217 1. ნასამართლობის შესახებ ცნობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ამ წესის „III6“ თავით განსაზღვრული ცნობები, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა, გარდა ამ წესის 181 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა, გაიცემა მატერიალური დოკუმენტის სახით, რომელზეც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით დაიტანება უფლებამოსილი პირის ხელმოწერის (ფაქსიმილე) ან/და ბეჭდის ფოტოასლი, რომელსაც გააჩნია ე.წ „სველი ხელმოწერისა“ და „სველი ბეჭდის“ თანაბარი იურიდიული ძალა. 2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს შესაძლოა დაესვას უფლებამოსილი პირის ე.წ. „სველი ხელმოწერა“ ან/და „სველი ბეჭედი“. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობები სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მიერ ამოიბეჭდება მატერიალური ფორმით, ერთ ეგზემპლარად, გარდა ამ წესის 181 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები