„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 117/ს
დოკუმენტის მიმღები გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 360160000.61.073.016004
117/ს
17/08/2020
ვებგვერდი, 18/08/2020
360160000.61.073.016004
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
 
სსიპ   გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №117/ს

2020 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის № 1/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 21/03/2017, 360160000.61.073.016001) დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:

11. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/ და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი სოჭის გირჩით სარგებლობისათვის დგინდება შემდეგი ფორმულით:

           n         (Q /n X L)       

Y   =  ∑      -----------   X 3

         t=1         (1+k)t

შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსიანდრო ასლანიშვილი