,,საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 310000000.22.024.016657
1-1/321
17/08/2020
ვებგვერდი, 18/08/2020
310000000.22.024.016657
,,საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
,,საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება  1-1/321/01-90/ნ/190

2020 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208  – №01-55/ნ  – №127 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/06/2020, 310000000.22.024.016643) და ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“:

 1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 – მე-5 პუნქტები:

„3. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ მძღოლებზე ეს წესები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

ა) მძღოლმა, რომელსაც სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით ტესტირების შედეგად დადასტურებული ჰქონდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირება, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ გათვალისწინებულ, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში გაიარა შესაბამისი მკურნალობის სრული კურსი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის გავლა დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით ან/და ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ასახული ინფორმაციით;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  მკურნალობის დასრულებიდან არ არის გასული 2 თვე.

4. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ამ წესებით გათვალისწინებულ ეპიდემიოლოგიურ კონტროლს არ დაექვემდებარა, ხოლო მისი საქართველოს ტერიტორიიდან გასვლამდე ამოიწურა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა:

ა) საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი ვალდებულია, უზრუნველყოს პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების (ანტიგენზე და ანტისხეულზე) ჩატარება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 72 საათში, ხოლო ყოველი შემდგომი ტესტირება – ამ წესების მე-4 მუხლის შესაბამისად;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლი ვალდებულია, უზრუნველყოს სწრაფი მარტივი ტესტირების ჩატარება ამ წესების 41 მუხლის შესაბამისად.

5. სპეციალურად შერჩეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის გავლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, მკურნალობის დასრულების დრო) ასახოს შესაბამის პროგრამულ მოდულში.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ წესების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი სწრაფი მარტივი ტესტირების ან მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევა, აღნიშნული ტესტირების მომენტიდან საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლი ექვემდებარება ყოველ 72 საათში ერთხელ ახალ ტესტირებას (სწრაფი მარტივი ტექნოლოგიით ანტიგენზე და ანტისხეულზე) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში,  საქართველოში შემოსვლიდან 12 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი უკანასკნელი შესაბამისი ტესტირებიდან 72 საათის განმავლობაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, შემდეგი საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე