„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24293
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016581
24293
17/08/2020
ვებგვერდი, 21/08/2020
000000000.00.00.016581
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №24293

2020 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების“ (დანართი №4):

ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სამმართველო.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტექნიკური მხარდაჭერის და მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მოქმედი ოპერაციული სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

ბ) მომხმარებლებისათვის სათანადო კონსულტაციების გაწევა, არსებული პროგრამული და ოპერაციული სისტემების შესახებ;

გ) პროგრამული და ოპერაციული სისტემების საოპერაციო გარემოში გასაშვებად მომზადება და გაშვების უზრუნველყოფა;

დ) შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია;

ე) ახალი და არსებული ავტომატიზებული სამუშაო ადგილების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) სისტემაში რეგისტრირებულ მოთხოვნებზე და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირება მათი აღმოფხვრის მიზნით, წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება;

ზ) რეგისტრირებული ინციდენტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და აღრიცხვა. მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრაზე მოთხოვნის გადაცემა სხვა პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის;

თ) ფინანსური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოთხოვნილი და მოწოდებული კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შედეგების დადასტურება;

ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის დაზიანებული ნაწილების დიაგნოსტიკა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტის დადასტურება;

კ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში თანამშრომელთა დაშვების და გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა (საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა);

ლ) შემოსავლების სამსახურში არსებულ დომეინ სისტემაში მომხმარებლების შექმნა, მათთვის შესაბამისი უფლებების მინიჭება და მართვა;

მ) შემოსავლების სამსახურის სისტემაში არსებულ FTP ფაილსევრეზე მომხმარებლების წვდომის უზრუნველყოფა შესაბამისი უფლებების დაცვით;

ნ) არსებული კომპიუტერული ქსელის მომსახურება და ლოკალურ დონეზე პრობლემების აღმოფხვრა.

ო) შემოსავლების სამსახურის სისტემაში კომპიუტერული ვირუსების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა ინფორმირება;

პ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ჟ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგი და ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის მიზნით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სტანდარტების და მეთოდოლოგიის დანერგვა და საუკეთესო პრაქტიკაზე დამყარებული პროცესების შემუშავება და მისი დოკუმენტირება;

ბ) ცენტრის მიერ შექმნილი საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლი და შესაბამისი ტესტირების სცენარების შემუშავება და ტესტირება, შემუშავებული სცენარების დოკუმენტირება;

გ) ცენტრის მიერ შექმნილი საინფორმაციო სისტემების სასიცოცხლო ციკლის პროცესის მხარდაჭერა, ხარისხის კონტროლის პროცესის მართვა და მონიტორინგი და სასიცოცხლო ციკლის პროცესში ჩართული ცენტრის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მჭიდრო კომუნიკაცია;

დ) ხარისხიანი საინფორმაციო სისტემების მისაღებად, სცენარების შემუშავება და შეთანხმება, შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან და ცენტრის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის კონტროლის დამატებითი მექანიზმების შემუშავება (სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა; შესაბამისი სწავლების და ტრენინგის ინიცირება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიის და სტანდარტის განახლება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი