„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24302
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016582
24302
17/08/2020
ვებგვერდი, 20/08/2020
000000000.00.00.016582
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №24302

2020 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდურ მითითების:

ა)  პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ლატარიის გადასახდელის ბარათზე, რომელზეც აღირიცხება ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადასახდელი ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღორებულების 8 პროცენტი (დანართი №13).“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. გადასახადის გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ვალდებულების, კერძოდ ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადასახდელი ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღორებულების 8 პროცენტის (შემდგომში – ლატარიის გადასახდელი) აღრიცხვის მიზნით იხსნება ლატარიის გადასახდელის ბარათი. აღნიშნულ ბარათზე არსებული ნარჩენი ან ზედმეტობა არ გაითვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების დაანგარიშებისას.“;

გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება.“;

დ) მე-3 მუხლს დაემატოს „91“ პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„91. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ლატარიის ორგანიზატორის ცენტრალიზებული სისტემიდან ელექტრონულად/მატერიალურად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება ლატარიის გადასახდელის ბარათზე თანხების დარიცხვა.“;

ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავალიანება (2011 წლამდე წარმოშობილი საბაჟო დავალიანების ჩათვლით) არის გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის სხვაობა, შესაბამისად, ჩამოწერისას მოსაკრებლის, ლატარიის გადასახდელის და ადმინისტრაციული ბარათის ნარჩენი ან ზედმეტობა, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.“;

ვ) მე 16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრირებადი არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულებების, გარდა ლატარიის გადასახდელის ბარათისა, აღრიცხვის ბარათებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად, თითოეულ გადასახადზე ცალ-ცალკე, მათ შორის, დამატებით დარიცხულ თანხებზე.“;

ზ) მე 16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი:

„71. ლატარიის გადასახდელის ბარათზე, საურავის ველში, აისახება ლატარიის ორგანიზატორის გადაუხდელ ვალდებულებაზე დარიცხული სარგებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად“;

თ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო წლის დამთავრების შემდეგ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვში ყველა ოპერაციის მიხედვით გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ დაიხურება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის, ლატარიის გადასახდელის და საგადასახადო ორგანოს ადმინისტრირებადი მოსაკრებლების ბარათები და გამოიყვანება ,,ანგარიშგების სალდო” წლის შედეგების მიხედვით, კერძოდ: გამოანგარიშებული/დარიცხული, შემცირებული, გადახდილი, ჩათვლილი და უკან დაბრუნებული გადასახადის თანხების, აგრეთვე ჯარიმების, საურავების და სარგებლის  მიხედვით.“.

2. ამ ბრძანებას დაემატოს დანართი №13 თანდართული რედაქციით.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                  ლევან კაკავა