„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016385
16
17/08/2020
ვებგვერდი, 17/08/2020
010250050.35.164.016385
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2020 წლის 17 აგვისტო

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის N10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018; ს.კ. 010250050.35.164.016284)  კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ა) სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან – განყოფილებისაგან.

   ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია - „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები:

„10. საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

11. საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

12. ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება.

13. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა.

14. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

  15. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია.

 16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.

   17. ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა.

   18.  ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება.

    19.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება

1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,

ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.

თ) ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;

ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.

2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;

ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;

გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი