,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016418
14
17/08/2020
ვებგვერდი, 19/08/2020
010260020.35.110.016418
,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 17 აგვისტო

აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის #10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016151) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულები

აპარატის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიულ საკითხთა განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება;

დ)ახალგაზრდობისა  და  გენდერული თანასწორობის განყოფილება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72  მუხლები:

,,მუხლი 71. საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის  განყოფილება

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ბ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;

გ) ორგანიზებას უწევს თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;

დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ზ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

თ) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოს ორგანოების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ი) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;

 კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 72. ახალგაზრდობისა  და გენდერული თანასწორობის განყოფილება

ახალგაზრდობისა  და გენდერული თანასწორობის განყოფილება:

ა) ახორციელებს ღონისძიებებს  ადგილობრივ დონეზე  ახალგაზრდული პოლიტიკის  განვითარების  ხელშეწყობის მიზნით;

ბ) უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის  ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-9 მუხლის  მე-5  პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-9 მუხლის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  91 მუხლი:

,,მუხლი 91. აპარატის მეორე რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე

1. საკრებულოს აპარატის უფროსს ჰყავს  მოადგილე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 2. აპარატის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით;

ბ) ასრულებს აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი