საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 17/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 080090020.19.012.016076
3
17/08/2020
ვებგვერდი, 18/08/2020
080090020.19.012.016076
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №3

2020 წლის 17 აგვისტო

ქ.თბილისი

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/06/2020, 080090020.19.012.016075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

2. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის  20 ოქტომბრიდან.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მოქმედება ადვოკატზე, საადვოკატო ბიუროსა და ნოტარიუსზე ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის პროცესზე და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევებში ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აგრეთვე, კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით ხორციელდება.

6. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ვერიფიკაციის მიზნით მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები.“

6. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაკავშირებული გარიგებები – დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები (მათ შორის, ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვები), რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება და შესაძლოა ხორციელდებოდეს გარიგების დანაწევრების მიზნით;”

7. ამოღებულ იქნეს ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.

8. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;”.

9. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში);“.

10. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) რეგისტრაციის მისამართი;“.

11. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.“.

12. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ კლიენტი ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და ანგარიშვალდებულ პირთან საქმიანი ურთიერთობა მყარდება სამეწარმეო მიზნისათვის, ანგარიშვალდებულმა პირმა  უნდა მოიპოვოს შემდეგი მონაცემები:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) რეგისტრაციის თარიღი.

3. ანგარიშვალდებულმა პირმა, კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით, უნდა მოიპოვოს, სულ მცირე, მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დაბადების თარიღი ან პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი, თუ:

ა) ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება; ან

ბ) ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვის თანხა ან დაკავშირებული ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება.“.

13. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ან სამგზავრო პასპორტი;“.

14. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებს უნდა ახლდეს კლიენტი ფიზიკური პირის ფოტოსურათი.“.

15. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, მოიპოვოს კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის (ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პირის გარდა) შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სულ მცირე, მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში - დაბადების თარიღი ან პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) ან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საიდენტიფიკაციო ან რეგისტრაციის ნომრის არარსებობის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.“.

16. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ კლიენტი ადმინისტრაციული ორგანო, საერთაშორისო  ორგანიზაცია (სააგენტო), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ან დიპლომატიური წარმომადგენლობაა (საელჩო), ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს კლიენტის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

17. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ ამ წესით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და თარიღდებოდეს (დოკუმენტის გაცემის თარიღი) ვერიფიკაციამდე არაუგვიანეს 12 თვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერიფიკაცია ხორციელდება იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით.“.

18. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ანგარიშვალდებულმა პირმა კლიენტი საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს, საერთაშორისო  ორგანიზაციის (სააგენტოს), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და დიპლომატიური წარმომადგენლობის (საელჩოს) ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ან სხვა სანდო წყაროს გამოყენებით.

7. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.“.

19. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სულ მცირე, მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დაბადების თარიღი ან პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) ან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი;“.

20. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.“

21. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მიზნებისთვის კლიენტის სახელით მოქმედი პირი არის პირი, რომელიც კლიენტის სახელით დებს ერთჯერად გარიგებას ან ამყარებს საქმიან ურთიერთობას ანგარიშვალდებულ პირთან ან/და კლიენტის  დავალებით საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ამზადებს, დებს ან ასრულებს გარიგებას.“.

22. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება კომერციულ ბანკში საჯარო მოსამსახურეთათვის განკუთვნილი სახელფასო პროგრამით მოსარგებლე ფიზიკური პირისთვის ანგარიშის გახსნისას. ამ შემთხვევაში, კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციის მიზნით, კომერციულმა ბანკმა დამატებით უნდა მოიპოვოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სათანადო (სახელფასო პროგრამით მოსარგებლე ფიზიკური პირისთვის ანგარიშის გახსნის) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებს უნდა ახლდეს კლიენტის სახელით მოქმედი პირის ფოტოსურათი.“.

23. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აგენტი/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ წესის მე-11 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები ანგარიშვალდებული პირის კლიენტის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით.“.

24. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოიპოვოს  დამატებითი ინფორმაცია კლიენტის შესახებ;“.

25. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტისთვის ან სხვა პირისთვის ფულადი სახსრების და სხვა ქონების დაბრუნების წესი, რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას უზრუნველყოფს. ეს პუნქტი არ ვრცელდება საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებისას, როდესაც ფულადი სახსრების და ქონების დაბრუნება შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.“.

26. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, დააფიქსიროს კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტის გამცემი ქვეყანა, მოქმედების ვადა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გაცემის ან/და ნოტარიული დამოწმების, აპოსტილის/ლეგალიზაციის თარიღი. ანგარიშვალდებულმა პირმა აგრეთვე უნდა დააფიქსიროს კლიენტის სახელით მოქმედი პირის უფლებამოსილების ფარგლები.“.

27. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტის ასლის შესაბამისობა დედანთან უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან შესაბამის უცხო ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ან ანგარიშვალდებული პირის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (მათ შორის, ელექტრონულად) დამოწმების თარიღის მითითებით.“.

28. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული კლიენტი იურიდიული პირის ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იურიდიულ პირთა შესაბამისი რეესტრის ან საგადასახადო ორგანოს მიერ (გარდა იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ისეთი დოკუმენტი, რომლის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება არ ხორციელდება, უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ან შესაბამის ქვეყანაში დამოწმებისთვის მოქმედი სხვა წესით.“.

29. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კლიენტი ფიზიკური პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი  უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ან შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან ანგარიშვალდებული პირის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ისეთი დოკუმენტი, რომლის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება არ ხორციელდება, უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ან შესაბამის ქვეყანაში დამოწმებისთვის მოქმედი სხვა წესით, გარდა იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა.“.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სანოტარო ან ანალოგიური მოქმედება, რომელიც სხვა იურისდიქციაში შესრულდა, უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსივალერიან ხასაშვილი