დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016817 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42
ბრძანებით (ვებგვერდი, 29/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016388) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სკოლის სრული დასახელება ქართულ ენაზე არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“, ხოლო ინგლისურ ენაზე ,,Legal Entity of Public Law - Defence Institution Building School”.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების საშუალებით, ნატოსთან თავსებადი სასწავლო ინსტიტუტის ფუნქციის შესრულება; გ) საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ცოდნასა და გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გაზიარების ხელშეწყობა.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანია: ა) სასწავლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება; ბ) ნატოს საგანმანათლებლო პროცესთან თავსებადი სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება და მართვა; გ) თემატურ საკითხებზე ტრენერების, ექსპერტებისა და მობილური ტრენინგჯგუფების მომზადება/გადამზადება; დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმების ჩამოყალიბება და მათი მუშაობის კოორდინირება (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, სასწავლო პროგრამები და ა.შ.); ე) სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სასწავლო რესურსების გამოყენების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს სისტემის დონეზე დისტანციური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა; ზ) დისტანციური სწავლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა (ქვეყნის, რეგიონის და ნატოს მასშტაბით); თ) ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებთან, ნატოს სკოლებთან, აკადემიურ წრეებთან და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება; ი) სასწავლო ციკლისა და ინსტიტუციური მართვის, ნატოს მოთხოვნებთან თავსებადი, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება და მართვა; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;“; ბ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) დირექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია განახორციელოს სკოლის შტატით განსაზღვრული პერსონალისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, სკოლისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;“. 5. მე-5 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,3. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილების თანამშრომლებზე დელეგირება.“. 6. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,51. დირექტორის მოადგილე 1. დირექტორის მოადგილის საკურატორო სფერო, დაქვემდებარება და სამუშაო აღწერილობა (შიდა დებულებები) მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. დირექტორის მოადგილე სკოლაზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) განიხილავს მის საკურატორო სფეროს მიკუთვნებულ სკოლაში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ანაწილებს დავალებებს მასზე დაქვემდებარებულ სკოლის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და ზედამხედველობს მათ მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულებას; ე) კომპეტენციის ან/და დელეგირების ფარგლებში ახორციელებს სკოლაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სკოლის საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დირექტორთან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს კომპეტენციას მიკუთვნებულ დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი შედგება შემდეგი ერთეულებისგან: ა) პროფესიული განვითარების სამმართველო; ბ) ინსტიტუციური განვითარების სამმართველო. 3. პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს: ა) არსებული საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების, სასწავლო, საკონსულტაციო და სადისკუსიო ღონისძიებების (მათ შორის, დისტანციური სწავლების ფორმატში) დაგეგმვას და ზრუნავს მათ ეფექტურად განხორციელებაზე; ბ) სასწავლო მოდულებისა და კურიკულუმების მომზადება/შემუშავებას; გ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებებში მაღალკვალიფიციური ტრენერების ჩართვას და მათი განვითარების ხელშეწყობას; დ) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას; ე) ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ვ) დისტანციური სწავლების კომპონენტის დანერგვას სასწავლო პროცესში, ელექტრონული პლატფორმების გამართულობისა და სკოლის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას; ზ) დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. პროფესიული განვითარების სამმართველო ახორციელებს: ა) ყოველწლიური სასწავლო გეგმის შემუშავებას; ბ) სკოლის სასწავლო ციკლის მართვას; გ) თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის პროფესიული განვითარების და ტრენინგ საჭიროებების ანალიზის პროცესის კოორდინაციას; დ) სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამების: კურსების, ტრენინგების, ვორქშოფების, სემინარების, დებატების, ფორუმების, კონფერენციების და სხვა მსგავსი აქტივობების დაგეგმვას და ორგანიზებას; ე) სასწავლო პროგრამების ორგანიზებისთვის ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების მოძიებას; ვ) სკოლის ღონისძიებების, მონაწილეების და ტრენერების (მათ შორის პოტენციური ტრენერების) მონაცემთა ბაზების მართვას; ზ) სტატისტიკის დამუშავებას და მუდმივ განახლებას; თ) განხორციელებული და არსებული კურსებისა და ტრენინგების კატალოგის წარმოებას და განახლებას; ი) ქვეყნის, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედი სასწავლო ცენტრების პროფესიული განვითარების სასწავლო ციკლებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების კვლევასა და გაზიარებას; კ) ბიბლიოთეკის, მათ შორის, ელექტრონული რესურსების საძიებო სისტემების ადმინისტრირებას; ლ) სასწავლო პროცესის განხორციელებას და მონიტორინგს. 5. ინსტიტუციური განვითარების სამმართველო ახორციელებს: ა) სასწავლო ციკლის მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას; ბ) საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაში ინსტიტუციური განვითარების ანალიზის ეფექტიანი მეთოდოლოგიების შემუშავებას; გ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციური განვითარების საჭიროებების ანალიზს; დ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციური განვითარების მექანიზმების შემუშავებას; ე) ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების მუდმივ ანალიზს; ვ) საქართველოში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზიარების მეთოდების იდენტიფიცირებას; ზ) ნატოს პროგრამებთან, ნდობის ფონდებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. 6. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი ახორციელებს: ა) სკოლის საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და ბუღალტრული საქმიანობის წარმართვას; ბ) სკოლის საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვას და ინვენტარიზაციას; ვ) სკოლის სტრუქტურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ზ) კომპიუტერული ქსელის სისტემების მართვის უზრუნველყოფას; თ) სკოლის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; კ) ადამიანური რესურსების მართვასა და ადმინისტრირებას; ლ) სკოლის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას. 7. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს: ა) ნატოს (ან/და სკოლის მიერ განსაზღვრული სხვა მააკრედიტირებელი ორგანიზაციის) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან თავსებადი ხარისხის მართვის ციკლის განვითარებას, დანერგვასა და მართვას; ბ) ხარისხის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებასა და პროცესების განსაზღვრას; გ) სასწავლო პროცესისა და პროგრამების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზს; დ) ორგანიზაციული მართვის პროცესის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზს; ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგსა და პერიოდულ შეფასებას; ვ) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან შესაბამისი სკოლის შიდა შეფასების პროცესის დაგეგმვას, კოორდინაციასა და ანგარიშების მომზადებას; ზ) ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ ჯგუფთან ერთად შესაბამისი მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების დაგეგმვას და მათ განხორციელებაზე მონიტორინგს; თ) ოფიციალურ ვიზიტებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში ჩართულობას; ი) დირექტორის მიერ კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა დავალებების შესრულებას.“. 8. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სკოლის თანამშრომლები და მათი შრომის ანაზღაურება 1. სკოლა უფლებამოსილია, დამტკიცებული კვოტის ფარგლებში ჰყავდეს ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა თანამდებობები, დაქვემდებარება და ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. 2. სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) ფულად ჯილდოს.“. 9. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს შეუძლია დანიშნოს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც შეამოწმებს სკოლის ფინანსურ ანგარიშგებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები