„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 62-92
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016768
62-92
14/08/2020
ვებგვერდი, 18/08/2020
310060000.35.101.016768
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №62-92

2020 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016353) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში“ შევიდეს ცვლილება და მე-3 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ფიზიკურ პირს, რომელსაც მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, უფლება აქვს ამ უძრავი ქონებიდან 100 მეტრის რადიუსში, ხოლო მიწისქვეშა პარკირების შემთხვევაში 250 მეტრის რადიუსში არსებულ ზონალურ პარკირების ადგილზე, იმ დროს როდესაც ზონალურ პარკირების ადგილზე პარკირება ფასიანია, ისარგებლოს უფასო პარკირებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) თითოეული მიწის ნაკვეთის საკუთრებისას – მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე (თანასაკუთრების შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს თითოეული მესაკუთრე);

ბ) თითოეული შენობა-ნაგებობის საკუთრებისას – მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე