დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016397 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 24/01/2018 ს/კ 010260020.35.124.016282) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის (სამსახურის ფუნქციები) 1-ლი პუნქტის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებული იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები