„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016471
18
14/08/2020
ვებგვერდი, 17/08/2020
010250050.35.161.016471
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2020 წლის 14 აგვისტო

ქ.გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ა) შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის  2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N20 დადგენილებით (ვებგვერდი, 30/12/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016453.) დამტკიცებულ დანართი N1-ში - „ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 01)  -  და მე 7 მუხლის - “მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება” - მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  კერძო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების (ან/და არდაფინანსების) შემთხვევაში მოქალაქეთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე  არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა."

ბ) შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის  2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N2-ში -  ,,სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 03) - და  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამით მოსარგებლეთათვის საჩუქრის  გაცემა

პროგრამა ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის საჩუქრების გადაცემას სადღესასწაულო დღეებში."

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი