დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022218 |
|
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. დანართ №6-ის („ტუბერკულოზის მართვა“): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები (მკურნალობის შედეგად აბაცილირების შემთხვევაშიც); ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელები, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.‘‘; ბ) მე-9 მუხლს მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი: „19. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებულ სამუშაოსთან ერთად სააგენტოში წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც დადასტურებული იქნება მომსახურების მიმწოდებლის მიერ საანგარიშო ფორმაში ბენეფიციარების შესახებ დაფიქსირებული მონაცემები.‘‘. 2. დანართ №7-ის („აივ-ინფექციის/შიდსის მართვა“): ა) მე-3 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პილოტური მომსახურება აივ-ინფექციის/შიდსის მქონე პირებსა და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები) (დანართი 7.4); თ) პილოტი – აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებლებში (ნიმ) მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, 2020 წლის 1 ივლისიდან (დანართი 7.5).‘‘; ბ) დანართ 7.4-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 7.5: „დანართი 7.5 პილოტი – აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებლებში (ნიმ) მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, 2020 წლის 1 ივლისიდან 1. პილოტის მიზანია აივ ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებლებში. 2. მომსახურება მოიცავს: ა) ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლების მოძიებასა და სკრინინგს აივ-ინფექციაზე/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირებას; ბ) აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღებასა და ტრანსპორტირებას კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში; გ) ტუბერკულოზზე საეჭვო პირების რეფერალს ტუბერკულოზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.“. 3. დანართ №11-ის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“): ა) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა დაცვისა და უსაფრთხოებისა) ღირებულება განისაზღვრება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“; ბ) დანართი №11.9 („მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №11.9
მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები