„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.022217
499
13/08/2020
ვებგვერდი, 14/08/2020
340080000.10.003.022217
„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  №499

2020 წლის 13 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2020, 340080000.10.003.021977) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3  მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბენეფიციარი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება, ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებული არაა დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება;

ბ) პოტენციური ბენეფიციარი  – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ტექნიკური მხარდაჭერის ხელშეკრულება ან/და მიიღოს საკონსულტაციო მომსახურება/ჩაუტარდეს ტრენინგი ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებული არაა დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ტექნიკური მხარდაჭერის ხელშეკრულება ან/და მიიღოს საკონსულტაციო მომსახურება/ ჩაუტარდეს ტრენინგი;“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პოტენციურ ბენეფიციართან (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისა) სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული უნდა იყოს თანადაფინანსების ხელშეკრულება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია