,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 033
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 20/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016046
033
20/08/2020
ვებგვერდი, 21/08/2020
110060010.70.082.016046
,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 
საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №033

2020 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016002) დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველო, ხოლო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე